ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
მოგესალმებით

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სახელი და საქმიანობა კარგად არის ცნობილი როგორც სამედიცინო სფეროში მომსახურე ადამიანებისთვის, ისე საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის. ბოლო 3 წელია (2011 წლიდან) კლინიკა მოღვაწეობს ახალ მისამართზე - ლუბლიანას ქ. 5 / ჩაჩავას ქ.1 , მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სისტემაში (რკინიგზის ყოფილი საავადმყოფო), როგორც დამოუკიდებელი, კერძო სამედიცინო სტრუქტურა ( შპს ,, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“) 


ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ქვეყნის სათაო და წამყვანი დაწესებულებაა უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული პრობლემების სრულყოფილი, მრავალპროფილური კვლევის, ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინულ-გინეკოლოგიური დაავადებების, სქესობრივი მომწიფების დარღვევების, ამ მიმართულებით განვითარების ანომალიების კორექციის, რეპროდუქციული გინეკოლოგიური ენდოსკოპიური ქირურგიის სფეროში. ინსტიტუტის კლინიკა და სადიაგნოსტიკო განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული საკვლევი და სამკურნალო ტექნოლოგიებით, პაციენტების ჯანმრთელობას ემსახურება მაღალკვალიფიციური სხვადასხვა პროფილის პროფესიონალი ექიმი და საშუალო სამედიცინო პერსონალი.

სამუშაო საათები
ორშაბათი:09 - 17:00
სამშაბთი:09 - 17:00
ოთხშაბათი:09 - 17:00
ხუთშაბათი:09 - 17:00
პარასკევი:09 - 17:00
შაბათი:09 - 14:00
კონტაქტი
ქ.თბილისი, ლუბლიანას #5
ტელ: (+995 32) 299-08-53
FAX: 99532 298-81-06
ელ.ფოსტა: info1@zhordania-ivf.ge